• მთავარი
  • კურსების კატალოგი
  • ჩვენი გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • კურსების კატალოგი
  • ჩვენი გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
მენტორისი
  • მთავარი
  • კურსების კატალოგი
  • ჩვენი გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი

შენი მეგზური ცოდნის სამყაროში

Picture
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მენტორი ოდისევსის მეგობარი იყო, რომელიც ოდისევსმა თავისი შვილის, ტელემაქეს აღმზრდელად დანიშნა. „მენტორისის“ ლოგოს ცენტრში მოქცეულია გამოჩენილი ქართველი მწერლისა და განმანათლებლის - სულხან-საბა ორბელიანის - ფიგურა, რომლის ნაშრომიც „სიბრძნე სიცრუისა“ განათლებისა და აღზრდის საკითხებს ეხება. გამოთქმა „ცოდნა ძალაა“ მიეწერება ცნობილ ინგლისელ ფილოსოფოსს ფრენსის ბეკონს, რომელიც თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის ერთ-ერთ საფუძველჩამყრელად ითვლება. „მენტორისის“ ლოგო გამოხატავს ჩვენს ფილოსოფიას - გადავცეთ და გავავრცელოთ სასარგებლო ცოდნა. 
თანამედროვე სამყაროში კვალიფიციური ცოდნა წარმატების საწინდარია. „მენტორისი“ სწორედ ასეთ ცოდნას გთავაზობთ. ჩვენი გუნდის წევრები ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისთვის, რათა თქვენ მიიღოთ ის ცოდნა, რომელიც გჭირდებათ! ​

„მენტორისი“ გთავაზობთ კურსებსა და ტრენინგებს შემდეგ თემებთან დაკავშირებით:


  • თვისებრივი კვლევის საფუძვლები
  • სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები
  • კოდირების საფუძვლები (თვისებრივი კვლევები)
  • პროექტების წერა და დაფინანსების მოპოვება სამეცნიერო სფეროში
  • ციფრული თამაშები და სიმულაციები უმაღლეს განათლებაში 
  • შესავალი პოლიტიკურ ფილოსოფიაში
  • განათლების ფილოსოფია

​კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად გადადით „კურსების კატალოგზე“.
Powered by Create your own unique website with customizable templates.